ტაქსების პარკირების ადგილას სხვა მანქანის გაჩერებაზე ჯარიმა, შესაძლოა, 50 ლარი გახდეს

203

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო “პალიტრას“ გადაცემაში “საქმე“ განაცხადა, რომ ტაქსების პარკირების ადგილას სხვა მანქანის გაჩერებაზე ჯარიმა, შესაძლოა, ხუთჯერ გაიზარდოს და 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდეს.

“ტაქსისტებს არ ჰქონდათ კუთვნილი ადგილები და სხვადასხვა ადგილების გამოყენება უწევდათ. ჩვენ შევქმენით უფასო ტაქსის ადგილები, მონიშვნაც გაკეთდა ამისთვის, თუმცა არასაკმარისი სივრცეების გამო სხვა ადამიანებმაც დაიწყეს ამ ადგილების გამოყენება. მართალია, ამ ნაწილში გავაქტიურდით, თუმცა ეფექტური არ იყო და ვფიქრობთ, რომ ჯარიმები გაიზარდოს. დღეის მდგომარეობით, ფულადი სანქცია 10 ლარია და 50 ლარამდე უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ვინც ტაქსის მონიშვნის ადგილას გააჩერებს ავტომობილს 50 ლარით დაჯარიმდება,“-აღნიშნა მუმლაძემ.