აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს ტექნიკას გადასცემს (ვიდეო)

35

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაზაფხულზე ფერმერებს სხვადასხვა სახის ტექნიკას გადასცემს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

კერძოდ, წელს ფერმერების 600 მაღალტექნოლოგიებით აღჭურვილ შემასხურებელი აპარატი და 150 სათიბი ხელსაწყო გადაეცემათ. ასევე, სამინისტრო 5 ტრაქტორის შეძენას გეგმავს, რომელსაც მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ გამოიყენებს.