Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლი ტრიალებს (ვიდეო)

227

Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაკვეთით მომზადებული 30 წამიანი ვიდეორგოლი Euronews-ის ეთერით კვირაში 28 ჯერ იტრიალებს. კამპანია 12 კვირა გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ Euronews-ი 12 ენაზე მაუწყებლობს და მსოფლიოს 166 ქვეყანაში 430 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.