კალაძე მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომ მგზავრებზე რეგულაციის გამკაცრებაზე საუბრობს

904

თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომ მგზავრებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების აღსრულების ნაწილი გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“რეგულაციები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ჩვენ აღსრულების ნაწილში უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ. ეს ისევე მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ხდება”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას დედაქალაქში მიკროავტობუსების მიერ ტექდათვალიერების ვერ გავლის შესახებ.

კალაძის თქმით, ასეთი მიკროავტობუსები აბინძურებენ გარემოს და ქმნიან სერიოზულ პრობლემას.

აუდიტის სამსახურის დასკვნის ცნობით, 2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143 არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა.