პირველი არხი კალაძეს: პირველი არხი არ გეგმავს საარჩევნო პროექტის ფორმატის ცვლილებას

1507

“პირველი არხი ახორციელებს წინასაარჩევნო პროექტს, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველი ქალაქებისა და ადმინისტრაციული სამხარეო ცენტრების მერობის კანდიდატებს ეძლევათ წინასწარ შეთანხმებული ფორმატით, თანაბარ პირობებში დებატების შესაძლებლობა.

პროექტი მიმდინარეობს წინასწარ დამტკიცებული ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით და პირველი არხი არ გეგმავს ფორმატის ცვლილებას.” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ტელევიზია ავრცელებს.

წყარო: 1ტვ