ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობა და არა არჩევანი არის ის, რომ ბოლომდე დავიხარჯო, რათა ყველა დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გავეცი, ზედმიწევნით, პირნათლად შევასრულო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს მთავარი საფიქრალი, საზრუნავი არის საქმე, რომელიც უამრავია ქვეყანაში. „მინდა, ჩვენი საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩემთვის მთავარი საფიქრალი საზრუნავი არის...
ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი - რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება - ასე უნდა მივუდგეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ნამახვანჰესზე ისაუბრა. „უნდა ითქვას პირდაპირ და ალბათ მთავრობის ბრალიც არის, არასათანადო კომუნიკაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ნაკლები ძალისხმევა მოხდა იმ დროს მთავრობის, 2 წლის წინ, როდესაც ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა - ნამახვანზე. ალბათ მოსახლეობას...
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე აუცილებელია ეროვნული კონსოლიდაციის მძლავრი პლატფორმის შექმნა. ხაზარაძე facebook-ზე წერს, რომ ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას და ამ ინიციატივის ფარგლებში სამ ნაბიჯს ასახელებს, მათ განსახორციელებლად კი დაინტერესებულ მხარეებს მრგვალი მაგიდის ფორმატში იწვევს. "საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას. სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს...
თუ გადახედავთ რეგიონებს, ყველა დამეთანხმება, რომ რეალურად, ხელახლა არის ასაშენებელი ძალიან ბევრი რამ, დანგრეულია, გაპარტახებულია რეგიონები, ეს ნანგრევები, ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მრავალწლიანი პროგრამა და მათ ექნებათ სტაბილური დასაქმება, და ეს იქნება სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავალი. „საქმე არის ულევი და ამ საქმეს ჩვენ ვერ გამოვლევთ - ძალიან ბევრი, მრავალი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამკაცრებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24 სათიან რეჟიმში განახორციელებენ. მათივე ცნობით, წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა განსაზღვრულია 200-დან 2000 ლარამდე ოდენობით, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება....
მე მივეცი დავალება, რომ როგორც პოლიტიკური კამპანია იწარმოებოდა, ასეთ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის კამპანია. იძულებით ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ერთმნიშვნელოვნად ვთქვი და უნდა გავიმეორო – იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება, ეს იქნება ნებაყოფლობითი. ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა ჩამოვართვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის უშუალოდ...
ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება, გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ქვეყანას შეუძლია. „ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა, შეიძლება, გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული...
ჩემთვის დღეს მთავარი საფიქრალი, საზრუნავი არის საქმე, რომელიც უამრავი გვაქვს ქვეყანაში, დღეს ჩვენს ხალხს აწუხებს უამრავი პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, მისი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობაა, ბოლომდე დაიხარჯოს იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გასცა, ზედმიწევნით პირნათლად შეასრულოს. „ჩემი,...
ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს. მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული გეგმა ამის თაობაზე უახლოეს თვეებში იქნება წარდგენილი. „ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში; ზაფხულში დავაანონსე, რომ აქტიურად ვამუშავებთ გონიოს პროექტს...
"ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება",  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ქვეყანას შეუძლია. „ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება. ჩემი დავალებაა და მთავრობა...
300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ, ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს, შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა...
„აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი” და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ღებულობენ სოციალურ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ და ამასთან, არ არის გამორიცხული, ძალიან ბევრმა...
ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ შეიცვალოს დღის წესრიგი და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილეს. „ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ...
სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, ყველა მოქალაქისთვის უფასო მხოლოდ პირველ დეკემბრამდე იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა მისი თქმით, მოქალაქეების აქტიურობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დაბალია და ამ დროისთვის მხოლოდ 95 ათასამდე დოზა არის გამოყენებული. "ჩვენ შევიტანეთ ბრძანებაში ცვლილება და გრიპის ამცრელმა ყველა დაწესებულებამ იცის, რომ შეზღუდული დროის განმავლობაში, პირველ დეკემბრამდე ნებისმიერი მოქალაქე უნდა...
სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულ პირებს კორონავირუსის გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო 1 იანვრამდე დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 18 ნოემბერს გამოცემული 2008-ე განკარგულებაშია ნათქვამი. აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემაც დაუდასტურა და განმარტა, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა ჩამონათვალში სპორტული და სავარჯიშო დარბაზებიც შედის ანუ დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო მათაც...
ყველანაირი თავშეყრა არის. იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, მიტინგი, წვეულება თუ ა.შ. ყველა პირობაა იმისთვის, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „თან მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონია. ცივი სეზონი დადგა უკვე და ეს ყველაფერი ერთად ხელს უწყობს იმას, რომ არ გვქონდეს სერიოზული გაუმჯობესება. უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს რეანიმაციები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ