ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგის მორიგ რაუნდს 19 ივნისიდან დაიწყებს. მონიტორინგს, რომელიც ნოემბრამდე გაგრძელდება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია და ინტერნიუსი განახორციელებს. დღეს, მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, მონიტორინგში მონაწილე მედიასაშუალებებთან დახურული შეხვედრა გაიმართა. მონიტორინგისთვის შერჩეულია 60 მედიასაშუალება. აქედან 14 ტელევიზია, 14 რადიო, 12 ბეჭდური მედია და 20 ონლაინ მედიასაშუალებაა. მედიასაშუალებები რეიტინგების და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად შეირჩა. პირველი ანგარიში სექტემბერში, მეორე -...
2016 წელს საქართველოში ნათესი ფართობები 240 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 23.7 ათასი ჰექტრით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ფართობი 60.5 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც 2015 წელთან შედარებით 4.3 ჰექტრით მეტია. თუმცა, 28 ათასი ჰექტრით შემცირდა საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები და 179.5 ათასი ჰექტარი შეადგინა. შემცირებულია საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი, ჩეხეთის ელჩს საქართველოში ტომაშ პერნიცკისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგება ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრას მუნიციპლიტეტის საკრებულოს, გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურისა და ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები და სხვადასხავა მუნიციპალიტეტის ექიმები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ჩეხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების მსგავსებასა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სასმელი წყლის ჭაბურღილს კომპანია ,,გიო" გააკეთებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის სატენდერო კომისიის წევრებმა ერთსულოვნად მიიღეს. ტენდერში, რომელიც მაისში იყო გამოცხადებული, მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბონდო მარუაშვილია. მარუაშვილი, ამავე დროს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასმელი წყლებისა და გარე განათების უზრუნველყოფის სამსახურის" უფროსია. გამგეობაში აცხადებენ, რომ აიპის დირექტორობა ინტერესთა კონფლიქტს...
ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.   ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,  პროექტი, რომლისთვისაც 1 მილიონამდე ლარი გაიხარჯება ბორჯომში მესხეთის, ნიკოლაძისა და ვაშლოვანის ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობას დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ადგილზე გაეცნო. გამგებლის თქმით, ჯამში, გზის საფარი 2 კილომეტზე მეტ მონაკვეთზე მოეწყობა. „მესხეთისა და ნიკოლაძის ქუჩაზე გათვალისწინებულია ასფალტობეტონის გზის დაგება, ხოლო ვაშლოვანის დასახლებაში, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტის გზით...
ფრაქციის - "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები" წევრი ლელა ქებურია აცხადებს, რომ ხელისუფლება იტყუება, როცა აცხადებს, რომ მან ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართა, რასაც მას კანონი ავალდებულებს. ის, ასევე, ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკრებულოს იმ წევრების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ქალაქების გაუქმებას. https://www.youtube.com/watch?v=y3l7QwNRSp4&feature=youtu.be
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით უარი თქვა თავის მიერვე განხორციელებულ სწორ რეფორმაზე. მას ვერ გაუგია, როგორ უახლოვდება ეს გადაწყვეტილება ევროპულ თვითმმართველობას და დემოკრატიას, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. https://www.youtube.com/watch?v=t4-HOMSjq70&feature=youtu.be
ფრაქციის "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" წევრისთვის, სერგი კაპანაძისთვის გაუგებარია, რატომ აირჩია ხელისუფლებამ ხარჯების ოპტიმიზაციისთვის თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გზა და არა თვითმმართველობებში, მათ შორის, ააიპ-ებში, დასაქმებული მოხელეების ოპტიმიზაცია. კაპანაძე ამბობს, რომ ის 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა წინგადადგმულ და სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა. ახლა კი ხელისუფლებამ ამ მიღწევას თავად გადაუსვა ხაზი. თქვენ უუქმებთ ამ თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობას უფლებას, ჰყავდეს თავისი არჩეული მერი და...
საპარლამენტო ფრაქციის - "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები" წევრი მამუკა ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ 2014 წელს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით არასწორი იყო, თუმცა, ახლა მათი გაუქმებაც არასწორია. მისი თქმით, ხელისუფლება სოფლებისა და თემების დონეზე თვითმმართველობის გაძლიერებაზე უნდა ფიქრობდეს და არა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე. https://www.youtube.com/watch?v=mwUC8rvIxO8&feature=youtu.be
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ის თვითმმარველი ქალაქების გაუქმების მომხრე არ არის, თუმცა, მათ გაუქმებაშიც ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს და ემხრობა სამინისტროს მიერ შეთავაზებული რეფორმის ძირითად ნაწილს. მერაბ ქვარაია ერთ-ერთია, ვინც 2014 წელს ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თანამოაზრეებთან ერთად, ხელმოწერებს აგროვებდა. https://www.youtube.com/watch?v=2rwMUy5qyiM&feature=youtu.be
რუსთავში 31 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოებისათვის 1 მილიონ 500 ათას ლარამდეა გამოყოფილი, აქედან 1 მილიონ 294 ათასი ლარი, რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერია, დანარჩენი თანხის მობილიზება კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება. პროექტის ფარგლებში 31 მინი სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში: 21-ე, მე-20, მე-19, მე-16, მე-17, მე-11, მე-12-ე, მე-7 მიკრო...
ბათუმში სუვენირებით მოვაჭრეებს უახლოეს დღეებში ახალი ჯიხურები გადაეცემათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, სუვენირებით მოვაჭრეებს ჯიხურები იჯარით გადაეცემათ და წლიური ღირებულება 250 ლარი იქნება. დღეს სუვენირებით მოვაჭრეებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, მერია ერთი თვის წინ მათ ახალი ჯიხურების გადაცემას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არ ჩაბარებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყო...
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ის თვითმმართველობის რეფორმას იმ სახით, რა სახითაც განხორციელდა, არც 2014 წელს ეთანხმებოდა და არც ახლა ეთანხმება. ის ფიქრობს, რომ თვითმმართველი ქალაქები არ უნდა შექმნილიყო, თუმცა, თუ შეიქმნა, აღარ უნდა გაუქმდეს და მის გაძლიერებაზე უნდა იზრუნონ. "თუ ზუგდიდი, ახალციხე და სხვები უფრო მსხვილი გაერთიანებები ხდება, მაშინ თვითმმართველის სტატუსს რატომ ართმევთ?" - კითხულობს...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის არგუმენტები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით. https://www.youtube.com/watch?v=-sEUANREdqM&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=TaE3BAXx4kE&feature=youtu.be თბილისის მერია პეკინის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმის ამსახველ გრაფიკულ ვიდეოს ავრცელებს. შეგახსენებთ, 16 ივნისიდან თბილისში, პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე​ მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. შესაბამისად, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება: რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივის მიხედვით, რომელიც პარლამენტშია შესული, იმ ქალაქებს რომელთაც 35 ათასი ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავთ, საკრებულოებში დამატებით ხუთი მაჟორიტარი ეყოლებათ. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიმართება. ”ეს იმ ქალაქებს შეეხებათ, რომელთაც თვითმმართველობის სტატუსი უუქმდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქალაქზე გავრცელება. გრადაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა. დავუშვათ, 4...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ