"რესპუბლიკური პარტია"  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისშიც ჩაერთვება. პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ქუთაისში მათ, როგორც მერობის, ასევე  საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ეყოლებათ, თუმცა დაკონკრეტებისაგან ამ ჯერზე თავს იკავებს. "ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ არჩევნებში და ქუთაისშიც გვეყოლება მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები. ამ დროისთვის კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ, რადგან მუშაობის პროცესში ვართ და დაახლოებით, ორ კვირაში გვექნება პასუხები"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ჩაერთვება თუ არა ადგილობრივ არჩევნებში ჯერჯერობით...
"პატრიოტთა ალიანსი" პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შენიშვნების დიდი ნაწილის განხილვა პრეზიდენტთან ერთად მოხდა, ამიტომ დღეს, რიგგარეშე სესიაზე, ვეტოს საკითხის განხილვისას, მისი გუნდის წევრები პრეზიდენტის შენიშვნებს გაიზიარებენ. "ვეთანხმებით პრეზიდენტის ვეტოს. ვიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნებს. მითუმეტეს, ეს შენიშვნები ჩვენთან ერთად არის გაკეთებული. ჩვენ გავიარეთ პრეზიდენტთან ერთად არგუმენტებიც", - განაცხადა ადა...
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიზანი არის, რომ საქართველოს პარლამენტს და მოსახლეობას გააგებინოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებები მოიტანს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ყველა ვეტო გამიზნულია კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიული წყობილების დასაცავად. "აქამდე პრეზიდენტის ყველა ვეტო გამიზნული იყო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის, დემოკრატიული წყობილების დასაცავად. ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ამას განსაკუთრებული...
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცნობს. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო. პრეზიდენტის აზრით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. “ეს პროცესი (თვითმმართველი ქალაქების გაზრდა), თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი...
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 51 ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმების საკითხს გადახედოს. "თვითმმართველობის რეფორმა იყო ის მთავარი წარმატებული რეფორმა, რომელმაც მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და სახელმწიფოებში. სწორედ რეფორმის მხარდასაჭერად, შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მოსახლეობის ჩართულობის ეფექტურობის გასაზრდელად ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების მიერ წარიმართა არაერთი პროექტი და დაიხარჯა მნიშვნელოვანი რესურსი. შედეგად, ქართული...
”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა გაიზიაროს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარგი იქნებოდა ”უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი ვეტოს დაძლევაზე და პრეზიდენტისთვის ხელის გადაგრეხაზე”. მისივე თქმით, აუცილებელია პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით საკითხის შინაარსობრივი და საგნობრივი შესწავლა მოხდეს. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი შენიშვნებია შემოსული პარლამენტში....
ეროვნულ-დემოკრატული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, სამი უმთავრესი პრობლემა აწუხებთ - მოუწესრიგებელი გზები, წყალმომარაგებისა და გაზით მომარაგების პრობლემები. კითხვაზე, "რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს, სოფლის მოსახლეობის 46%-მა გზების პრობლემა დაასახელა, 38% გაზით მომარაგების, ხოლო 28% წყალმომარაგების საკითხს ასახელებს. გარდა ამისა, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს კანალიზაციის (17%), ქუჩის განათების (15%), ნაგვის...
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია. NDI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციაში ცვლილებების განსახილველად საჯარო შეხვედრები გამართეს. კითხვაზე, დაესწარით თუ არა თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რომელიმე შეხვედრას, გამოკითხულთა 2% აცხადებს, რომ დიახ, დაესწრო, 89% აცხადებს, რომ არ დასწრებია, ხოლო 9% აცხადებს, რომ არ იცის. კითხვაზე - "გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო...
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველი ქალაქები და სათემო მუნიციპალიტეტები გაერთიანდება. კითხვაზე, "სხვა დანარჩენთან ერთად, ცვლილება გულისხმობს, რომ ამ ადგილებში ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება, რაც ნიშნავს, რომ ორივეს ერთი და იგივე უწყება უხელმძღვანელებს, მისაღებია თუ მიუღებელია თქვენთვის ეს ცვლილება?" - გამოკითხულთა 59%-ისთვის ცვლილება მიუღებელია, 16%-ისთვის - მისაღებია, 24%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი...
საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო. მისი თქმით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. "ეს პროცესი (თვითმმართველი ქალაქების გაზრდა), თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან...
ხულო - ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა იგეგმება. აჭარის მთავრობის მეთაურის ზურა პატარაძის თქმით, პროექტის პარგლებში გაკეთდება სანიაღვრე არხები, თავისი გაბიონებით და ნაპირსამაგრი სამუშაოებით. აჭარის პირველი პირის თქმით მოხდება ოჯახების განსახლებაც, და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება და შესაბამისად მონაცვლეობის სახით. ფულადი კომპენსაცია ან შესაბამისად სხვა ადგილას გადაეცემათ ფართები. "უახლოეს პერიოდში დაიწყება ხულო ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა. მთავრდება ტენდერი ბოლო...
სამწუხაროდ, კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც ამ ცვლილებებს მოსდევს, - ასე შეაფასა პრეზიდენტის საარლამენტი მდივანმა ანა დოლიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილება. ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს პარლამენტში ღრმა და ხარისხიანი დისკუსიის ელემენტების შეტანას, თუმცა, საპასუხოდ კვლავ პიროვნულ შეფასებებს იღებს, რაც, მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებებს არ წარმოადგენს. “სამწუხაროდ, კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს...
"ქართული ოცნება" ჭიათურის მერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად ნოდარ ჩაჩანიძეს განიხილავს. ინფორმაცია  დაადასტურა ნოდარ ჩაჩანიძემ, თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ქართული ოცნება" მერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორის ჩემს კანდიდატურასაც.  ჯერჯერობით გადაწყვეტილი არა არის, თუ ვინ დასახელდება"-განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ. ნოდარ ჩაჩანიძე პროფესიით იურისტია. ასევე აქტიურად არის ჩართული „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ საქმიანობაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნოდარ ჩაჩანიძე ყველასათვის ცნობილი  ქართველი მსახიობის,...
ახალციხის მუნიციპალიტეტში, აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა ინტერიერი, შეიცვლება კარ-ფანჯარა, დაიგება ლამინირებული ფენილი, მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა და სველი წერტილები, შემოიღობება ეზო. აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 110 556 ლარით ფინანსდება. წყარო: აიპრესი
რას უპასუხებს პარლამენტი პრეზიდენტს, ხვალ გაირკვევა - საკანონმდებლო ორგანო მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე სამსჯელოდ ხვალ შეიკრიბება. საქმე ეხება თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების ცვლილებებზე დადებულ სამ ვეტოს, რომლის დასაძლევადაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ივლისისთვის ჩაინიშნა. არასამთავრობოები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, გაიზიარონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე. მიმართვას ხელს 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. https://www.youtube.com/watch?v=u7IHXS1Z2kE&feature=youtu.be

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ