ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ვერ აღმოაჩინა. როგორც ცესკოს მიერ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების საპასუხოდ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელიც უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით თბილისში ჩატარდა, წინასაარჩევნო აგიტაციად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, ანდრეი შევჩენკო მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ვერ დაჯარიმდება. „რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია...
წყალტუბოში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პლაკატებზე ცოცხები მიამაგრეს. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბში განაცხადეს, აღნიშნული ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის. ისინი მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ. როგორც პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, "ქართული ოცნება" მსგავსი მეთოდებით ცდილობს არჩევნების მოგებას. ისინი პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. "ქართული ოცნების" წყალტუბოს საარჩევნო შტაბში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. წყარო: ინტერპრესნიუსი
იხილეთ დოკუმენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2017 წლის 9 ოქტომბრის სხდომა)
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა. სამართლიანი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია  რეკომენდაციით მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს: რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა სასწავლო პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილების მიზნით   სამუშაო დღის განმავლობაში, მათ შორის, შესვენებისას ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური აგიტაციისგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, ასევე,...
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას გამზირის გასწვრივ მდებარე ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ტენდერი გამოცხადდა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 910 532 ლარს შეადგენს. "პირველ ეტაპზე, 2017 წლისთვის დაგეგმილია არხის სადემონტაჟო სამუშაოები და ახალი რეკონსტრუირებული არხის მშენებლობა, პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება, არხის დახურული უბნების მოწყობა, პანდუსებზე და გადასასვლელბზე მოაჯირების მოწყობა, არხის თავზე ბუნებრივი გარნიტის ბორდიურების მოწყობა, სარწყავი სისტემების მონტაჟი, წყალსაწრეტი ცხაურებისა და მილების...
"ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატებმა გამართეს მარათონი სახელწოდებით - ვინ უფრო ადრე გაუშვებს "სითი პარკს". როგორც ვაშაძე აცხადებს,  ამ საკითხთან დაკავშირებით მას განსხვავებული მიდგომები ექნება. მისი თქმით, ეს კომპლექსური საკითხია, საცობების, პარკინგისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან განცალკევებულად არ უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა. "მერობის კანდიდატებმა მარათონი გამართეს, ვინ უფრო ადრე გაუშვებს „სითი პარკს“. ასე შეიძლება...
იხილეთ დოკუმენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2017 წლის 2 ოქტომბრის სხდომა)
თბილისის საკრებულოსთან მყოფ „ევროპული საქართველოსა“ და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს შენობაში შესვლისა და  სხდომაზე დასწრების საშუალება პოლიციამ არ მისცა. თბილისის საკრებულოს თაბმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. საკრებულოსთან აქცია პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.  საკრებულოს შენობის ძირითად შესასვლელთან მყოფ სერგო რატიანს საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმართეს გადასულიყო რკინის ჯებირის მეორე...
პარლამენტის რეგლამენტით დეპუტატებს მაშინ აქვთ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება, როდესაც ამას კონსტრუქციულ რეჟიმში ახორციელებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 29 სექტემბრის საკრებულოს სხდომა გაიხსენა, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ლიდერების განცხადებები, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. „აშკარად...
2017 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, წერილობით მიმართა თბილისის საკრებულოს და თბილისის მთავრობის განკარგულებების და საკრებულოს ორი განკარგულების პროექტის საფუძველზე, შემდეგი საკითხების გადაწყვეტა ითხოვა: 1. თბილისში, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განაკრგვის ფორმით პრივატიზების და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმება; 2. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განაკრგვის ფორმით პრივატიზების და გასაფორმებელი...
"ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, იხურება კოლეგიური ორგანოს, საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომლის საჯაროობა, მონაწილეობის ყველა მსურველისათვის კანონითაა გარანტირებული. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე პროვოკაციებისა და არეულობის პრევენციას ასახელებს. "კანონმდებლობის მიხედვით, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხდომის დახურვა ემსახურება პერსონალურ მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დასაიდუმლოებას. კოლეგიური...
დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაკურიანში გაიზრდება წყლის დებიტი, რაც ზამთრის სეზონზე, ბაკურიანს 24 -საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორატთან გიორგი კობერიძესთან ერთად გაეცნო. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს, არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, სატუმბ...
თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა. ალიბეგაშვილმა კომენტარი გააკეთა საკრებულოს შენობასთან პოლიციელების მობილიზაციასა და შესასვლელების დახურვის გამო. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მათ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს, კერძოდ, საკრებულოს ბოლო სხდომის ჩაშლის მცდელობისა და მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე...
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ ზურაბ ჯინჯოლავამ კანდიდატურა დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ მოიხსნა. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ პარტიის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს. მათივე თქმით, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი უალტერნატივოა და საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს სიჭინაავს მხარდაწერისკენ მოუწოდებენ. „ზვიად სიჭინავა ზუგდიდისთვის შანსია... ჩვენი პარტია მას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის დღიდან მხარს უჭერს“, -აცხადებენ პარტიაში. ზურაბ ჯინჯოლავამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით ცესკოს ორშაბათს მიმართა. წყარო: რადიო ათინათი ფოტო: რადიო ათინათი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველ ქესალოში და კაპანახჩში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ათეული წლებია გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. სოფლის გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს სარგებლობას. წყარო: ტელეგრაფი
დეპუტატად ჩემი არჩევის შემთხვევაში, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო ხედვის განხორციელების შედეგი მერვე ლეგიონისა და ვაზისუბნის მოსახლეობამ საკუთარ თავზე უმოკლეს დროში იგრძნოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა მერვე ლეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, დასახლებაში არსებული გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია და ეს საკითხები სრულადაა გაწერილი თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ