ყოველდღიური არქივი 26.07.2017. 11:40

ანა დოლიძე: პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება მოქალაქეთა ინტერესებს, თვითმმართველობა დამოუკიდებლად განახორციელონ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს,...

“რესპუბლიკური პარტიას” ქუთაისში მერობის კანდიდატი ეყოლება

"რესპუბლიკური პარტია"  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისშიც ჩაერთვება. პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ქუთაისში მათ, როგორც მერობის, ასევე  საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ეყოლებათ, თუმცა დაკონკრეტებისაგან...

“პატრიოტთა ალიანსი” პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს

"პატრიოტთა ალიანსი" პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შენიშვნების დიდი ნაწილის განხილვა პრეზიდენტთან...

ანა დოლიძე: პრეზიდენტის ყველა ვეტო გამიზნულია კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიული წყობილების დასაცავად

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიზანი არის, რომ საქართველოს პარლამენტს და მოსახლეობას გააგებინოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებები მოიტანს, - ამის შესახებ...

პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცნობს. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა...

ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას: მოგიწოდებთ, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების საკითხს გადახედოთ!

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 51 ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმების საკითხს გადახედოს. "თვითმმართველობის რეფორმა იყო ის მთავარი წარმატებული რეფორმა, რომელმაც მოწონება...

თინა ბოკუჩავა: კარგი იქნებოდა, უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი პრეზიდენტისთვის ხელის გადაგრეხაზე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა გაიზიაროს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარგი იქნებოდა ”უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი ვეტოს...

მოუწესრიგებელი გზები, წყალმომარაგება და გაზმომარაგება – სამი უმთავრესი პრობლემა სოფლებში

ეროვნულ-დემოკრატული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, სამი უმთავრესი პრობლემა აწუხებთ - მოუწესრიგებელი გზები, წყალმომარაგებისა და გაზით მომარაგების პრობლემები. კითხვაზე, "რა...

გამოკითხულთა 89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია. NDI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციაში ცვლილებების განსახილველად საჯარო შეხვედრები გამართეს. კითხვაზე,...

გამოკითხულთა 59%-ისთვის თვითმმართველი ქალაქების გაუქმება მიუღებელია

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველი ქალაქები და სათემო მუნიციპალიტეტები გაერთიანდება. კითხვაზე, "სხვა დანარჩენთან ერთად, ცვლილება გულისხმობს, რომ ამ ადგილებში...

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად დღეს შეიკრიბება

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო. მისი თქმით,...

ხულოდან ზარზმის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

ხულო - ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა იგეგმება. აჭარის მთავრობის მეთაურის ზურა პატარაძის თქმით, პროექტის პარგლებში გაკეთდება სანიაღვრე არხები, თავისი გაბიონებით და ნაპირსამაგრი სამუშაოებით. აჭარის პირველი...

ანა დოლიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს პარლამენტში ღრმა და ხარისხიანი დისკუსიის ელემენტების შეტანას, თუმცა, საპასუხოდ...

სამწუხაროდ, კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც ამ ცვლილებებს მოსდევს, - ასე შეაფასა პრეზიდენტის საარლამენტი მდივანმა ანა დოლიძემ, პარლამენტის...

“ქართული ოცნება” ჭიათურის მერის პოსტზე ნოდარ ჩაჩანიძის კანდიდატურას განიხილავს

"ქართული ოცნება" ჭიათურის მერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად ნოდარ ჩაჩანიძეს განიხილავს. ინფორმაცია  დაადასტურა ნოდარ ჩაჩანიძემ, თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ქართული ოცნება" მერის პოსტზე რამდენიმე...

აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში, აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა ინტერიერი, შეიცვლება კარ-ფანჯარა, დაიგება ლამინირებული ფენილი, მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა და სველი წერტილები, შემოიღობება ეზო. აწყურის...

ბლოგი

ტესტი

როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?

პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ