სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობა განახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
· მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მართვას;
· მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის და ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობას;
· სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
· "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში და სხვა პროგრამებით სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევას და შემდგომ მონიტორინგს;
მიმდინარე რეფორმირების პროცესში თვითმმართველი თემების ტერიტორიული ოპტიმიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობისთვის იგი იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტირების ძირითადი რგოლი.
მომავალში საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩაანაცვლებენ დღეს მოქმედი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ რწმუნებულებს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!