საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

531

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს ჩატარდება და მასზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტმა ერთი ვეტო თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს დაადო, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდება, ხოლო მეორე ვეტო – საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი დგინდება.