ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის

889

ახალციხის აგრარულ ბაზარში მოქმედი სასაკლაო დაკლული საქონლის სისხლს მდინარე ფოცხოვში უშვებს. ეს ამ სასაკლაოს გამო გარემოს დაბინძურების პირველი შემთხვევა არაა. სასაკლაო მდინარე ფოცხოვის ნაპირზეა. შენობიდან კი სპეციალური მილია გაყვანილი, რომლითაც წყალში საქონლის სისხლი მიედინება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სასაკლაო ორი წელია ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, როცა აქ პირუტყვი იკლვება, სისხლი ყოველთვის მდინარეში მიედინება.

მომხდარის შესწავლა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციის საფუძველზე გარემოსდაცივითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაიწყო. თუმცა, ადგილზე მისულ თანამშრომლებს მდინარე დაბინძურებული აღარ დახვდათ, მაგრამ მისი მიმდებარე ტერიტორია იყო დანაგვიანებული. ამის გამო კი “ირქას” სამართალდაღვევის აქტი შეადგინეს.

სასაკლაო აღნიშნულ უწყებას დაჯარიმებული უკვე სამჯერ ჰყავს.