ფინანსთა სამინისტრომ ფოთს 2 500 000 ლარის სესხი მისცა

919

ფოთის მუნიციპალიტეტს ვალდებულებების დასაფინანსებლად თანხა არ ჰყოფნის და ფინანსთა სამინისტროსგან სესხს იღებს. როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ფოთის მუნიციპალიტეტმა მთავრობას სესხის აღებასთან დაკავშირებით თებერვალში განცხადებით მიმართა და 3 მილიონი ლარი მოითხოვა.

“2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მიხედვით გათანაბრებული ტრანსფერით 1 118 800 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა ვალდებულების დასაფინანსებლად.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლი დაფინანსების მიზნით, ფოთს 2 500 000 ლარის უპროცენტო სესხი გამოეყო. მუნიციპალიტეტს სესხის სარგებლობის ვადა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე განესაზღვრა.