ზუგდიდის მერია “აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ბრალდებებს უარყოფს

591

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიზნესმენ მანანა მიქავას ბრალდებას ლაშა გოგიამ უპასუხა. ის ამბობს, რომ სადავო ტერიტორიაზე საინვესტიციო წინადადების შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არავითარ კორუფციული გარიგება არ არსებობს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“ეს მიწა არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება და თუ მანანა მიქავას სურს შემოიტანოს წინადადება და განახორციელოს საინვესტიციო პირობები, ჩვენ მივიღებთ და განვიხილავთ მას. ჩემთან ინვესტორი არ მოსულა. პირიქით, მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე კიდევ უფრო უკეთეს წინადადებას შემოგვთავაზებს“, – თქვა გოგიამ.

რაც შეეხება „ზუგდიდის-სითის“ მრავალფუნვქიურ პროექტს, გოგია განმარტავს, რომ მერიაში ეს წინადადება მხოლოდ განიხილეს და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გარდა ამისა, მერმა დასძინა, რომ თავად მიქავა ამ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიიდან გარევაჭრობის საშუალებით იღებს შემოსავლებს.

შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა მიქავამ ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, მიწაზე, რომელიც მას ახალი ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა, მშენებლობას სხვა კომპანია იწყებს.