სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს სოფელი საზოგადოებრივ თვითმმართველობად?

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს სოფელი საზოგადოებრივ თვითმმართველობად?

სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობა უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის სარეგისტრაციო მონაცემებია: ა) საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება; ბ) საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის დებულება; გ) საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლება ან დასახლებები; დ) საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი; ე) საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.