რას ითვალისწინებს რეფორმა?

რას ითვალისწინებს რეფორმა?

რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. დაგეგმილი რეფორმების შედეგად თითოეულ დასახლებაში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქეთა მართვაში უშუალო მონაწილეობის დემოკრატიული ინსტიტუტი. მოხდება სრულყოფილი მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება ფუნქციური და მატერიალური თვალსაზრისით, სამხარეო მმართველობის დონეზე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი კომპონენტები.