ექნება თუ არა სოფელს საკუთარი ქონება და ფინანსები ?

ექნება თუ არა სოფელს საკუთარი ქონება და ფინანსები ?

საზოგადოებრივ თვითმმართველობას არ ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი. მას ექნება ხარჯთაღრიცხვა. მის შემოსავლებს შეიძლება შეადგენდეს : შემოწირულობები, გრანტები და სხვა. აგრეთვე, შესაძლებელია , მას გადაეცეს მუნიციპალიტეტის მიერ  დელეგირებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები, ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება დასახლების   საზოგადოებრივ   თვითმმართველობას   სარგებლობის   უფლებით   გადასცეს ცალკეული ქონება, მიწა და ბუნებრივი რესურსები.