ქუთისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებმა პრესკონფერენცია გამართეს. თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელზე სპეციალურ განცხადება 65-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის წარმომდგენლები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიებზე რამდენიმე მუნიციპალიტეტი შეიქმნას, აღნიშნული მოთხოვნა ენჯეო სექტორის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
"მოვუწოდებთ პარლამენტს, გაითვალისწინოს საკრებულოების, მაჟორიტარი დეპუტატების, განსაკუთრებით,...
65 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობოები პარლამენტისადმი მიმართვის ტექსტს ავრცელებენ, რომელშიც ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმაში ჩადებული რეფორმისტული დებულების ნიველირებაში ადანაშაულებენ. "ინტერპრესნიუსი" სამოქალაქო საზოგადოების პარლამენტისადმი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"2013 წელს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ხელისუფლებამ გამოაცხადა თვითმმართველობის ახალი რეფორმის დაწყება. რეფორმის მიზანი იყო დანგრეულიყო ის სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც თვითმმართველობის ფასადის მიღმა წინა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ,...
2013 წელს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ხელისუფლებამ გამოაცხადა თვითმმართველობის ახალი რეფორმის დაწყება. რეფორმის მიზანი იყო დანგრეულიყო ის სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც თვითმმართველობის ფასადის მიღმა წინა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, ამ მიზნით ჩადებული ყველა რეფორმისტული დებულება ნიველირებულ იქნა კანონპროექტის სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებისას გასული წლის დეკემბერში, კერძოდ:
თბილისში აღარ განხორციელდა საუბნო საბჭოების არჩევნების მეშვეობით დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს დეცენტრალიზაცია;
არ დაკანონდა კოდექსის თავდაპირველ...
არასამთავრობო სექტორი მთავრობას სპეციალურ მიმართვას უგზავნის. 14 ორგანიზაცია ითხოვს, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის განხილვა და გადაჭრა ხელისუფლებამ მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.
მათი აზრით, დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია თვითმმართველი ერთეულების ოდენობის განსაზღვრის საკითხს.
სამოქალაქო საზოგადოებამ მთავრობას წინადადებების პაკეტიც წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას.
იხილეთ სრულად
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის დროულად მიღების წინადადებით მიმართავენ. მათი განცხადებით საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვენესი ადგილი უჭირავს 7 ქალაქისათვის თვითმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შედეგად არსებულ მუნიციპალიტეტთა დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმართველი ერთეულების ოდენობის განსაზღვრის საკითხს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით ეს საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ.
საქართველოს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას სპეციალურ მიმართვა უგზავნის და აცხადებს, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის განხილვა და გადაჭრა, ხელისუფლებამ მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.
არასამთვრობოების ერთობლივი განცხადება, საზოგადოებას, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, კოტე კანდელაკმა გააცნო.
"საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საქართველოს შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შედეგად არსებულ მუნიციპალიტეტთა დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმარტველი ერთეულების ოდენობის...
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს.
როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში საქართველოს 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შედეგად არსებულ მუნიციპალიტეტთა დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულების ოდენობის განსაზღვრის საკითხს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.
"2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებისა და არასამთავრობო...
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს წარმომადგენელი, კოკა კიღურაძე არასამთავრობოების შეთავაზებას, მთავრობისადმი, რომელიც ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხებს ეხება, განმარტებებს აკეთებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარომადგენელმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ პროექტის დამტკიცება საზოგადოებას ნდობას გაუჩენს არსებული ხელისუფლებისადმი და თვითთმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ, ცალკეულად დარჩენილ თემებს, ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარება.
"კონკრეტული შეთავასების არსი მდგომარეობს იმაში, რომ შვიდი ქალაქი, რომელსაც გარანტირებული აქვს თვითმმართველ ქალაქად გამოყოდა,...
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელი, კოტე კანდელაკი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს წინასააარჩევნო დაპირება და თერიტორიული ოპტიმიცაზიის საკითხების გადაჭრაში, მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს. ამის შესახებ კანდელაკმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გააკეთა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს და ხალხის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება.
"არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი შევდივართ რეგიონული განვითარების საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში. ჩვენ შევიმუშავეთ...
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ და უახლოეს დღეებში მთავრობას ამ შეხვედრების შედეგებს გააცნობენ.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ თვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს, შეიძლებოდა არასწორად წარმართულიყო. მათი განცხადებით, თვითმმართველი თემების ფორმირების საკითხი, მთავრობის ინიციატივით, არაფერს ცვლის და მოსახლეობა თვითმმართველობას ვერ დაუახლოვდება. რეგიონული განვითარების...
თვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში 7 თვითმმართველი ქალაქის (გორი, თელავი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, ამბროლაური, მცხეთა) გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიზე თითო მუნიციპალიტეტი ჩამოაყალიბოს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
მთავრობის ეგ პოზიცია პარლამენტში გადაიგზავნება და...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ამბროლაუში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, არსამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდა, თემის აქტუალობიდან გამომდინარე მთელი აქცენტი მუნიციპალიტეტის ოპტიმიზაციის საკითხზე გაკეთდა.
საკრებულოს წევრები იცნობდნენ გეგმის ალტერნატიულ ვარიანტსაც, მაგრამ მოითხოვდნენ დამატებით, დეტალურ ინფორმაციას გამოთანაბრებითი ტრანსფერის,...
ქალაქ ზუგდიდში ასოციაცია „დეას“ ოფისში „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა“ და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელთა ინიციატივით ზუგდიდის ტერიტორიული ოპტიმიზაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ზუგდიდის ტერიტორიული ოპტიმიზაციის გეგმის ორი ვარიანტი გააცნეს, თითოეული თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით.
შეხვედრის დასაწყისშივე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბება თითქმის გარდაუვალია. რა ხდება დანარჩენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნარჩუნდება არსებული სიტუაცია თუ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ლოსაბერიძემ და ამ ეტაპზე "ღია საზოგადოება _ საქართველოს" წარმომადგენელმა კოკა კიღურაძემ ტერიტორიული მოწყობის შესახებ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამდენი მუნიციპალიტეტის ფორმირება მოხდება შვიდი თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
დავით ლოსაბერიძის თქმით, თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!

































