ბოლო დღეების განმავლობაში, ფაქტობრივად, საჯაროდ გაცხადდა, რომ ხელისუფლება 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას და 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებას აპირებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა არგუმენტები, თუ რა მიზეზით გეგმავს აღნიშნულ ცვლილებებს და კვლავ 2006 წელში დაბრუნებას, როდესაც ქვეყანაში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა. სამინისტროს უმთავრესი არგუმენტია ის, რომ, თითქოს,  თვითმმართველი ქალაქების შემცირება გამოიწვევს 40-50 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომიას,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებას გეგმავს. საუბარია მუნიციპალიტეტების შერწყმაზე იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც 2014 წლის რეფორმის შედეგად გაჩნდა თვითმმართველი ქალაქები. თუ პარლამენტმა მოიწონა ცვლილების პაკეტი, შესაძლოა 7 თვითმმართველ ერთეულს ქალაქის სტატუსი შეუჩერდეს. არადა თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც საქართველოში გატარდა ევროსაბჭომ დადებითად შეაფასა. 2013 წლის რეკომენდაციებიც იქნა შესრულებული. შედეგად, 2015 წელს ევროსაბჭომ საქართველოს მთავრობას მისცა საგზაო რუკა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროფესიული განათლების ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აკეთებს განმარტებას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არაფრის გაუქმებას არ აპირებს მთავრობა და ეს არასწორად გამოტანილი ინფორმაციაა. "არასწორი ინფორმაციაა გამოსული. არაფრის გაუქმებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვმსჯელობთ ოპტიმიზაციებზე. ამას ყველაფერს მოგაწვდით დეტალურად, ახლა ამის დრო არ არის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არაფრის გაუქმებას, უკან...
ბოლო დღეების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმებას ეხება პირველ კომენტარს "გურია ნიუსთან" აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ "თვითმმართველობას დარჩეს ახლა არსებული დაფინანსება": "ჩემი ინფორმაციით თვითმმართველი ქალაქებისგაუქმება ან რაოდენობის შემცირება არ იგეგმება.განიხილება ერთი და იგივე მუნიციპალიტეტისმერისა და გამგებლის ფუნქციების გაერთიანება. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობას დარჩეს ახლა არსებული დაფინანსება. მოხდეს მეტი კონსოლიდაციამის საქმიანობაში და...
არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს საქართველოს 7 ქალაქს: ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს. მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს სტატუსი დაუტოვოს მხოლოდ 5 ქალაქს: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. 120 არასამთავრობო ორგანიზაცია კატეგორიულად არ ეთანხმება არგუმენტებს, რომლებზე დაყრდნობითაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველი ქალაქების რიცხვის შემცირებას ემხრობა. 2014 წლის შემდეგ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს. ზურაბ ალავიძის განცხადებით, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მისივე განცხადებით, არაფრის გაუქმება არ იგეგმება, საუბარია ერთი და იგივე მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების გაერთიანებაზე. "დღეს ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის მერი. მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის...
არასამთავრობო ორგანიზაცია ”რეგიონის განვითარების ცენტრის” წარმომადგენლის ლიზი სოფრომაძის განცხადებით, იმ ქალაქების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებსაც შესაძლოა, თვითმმართველი ქალაქების სტატუსი ჩამოერთვას, აღნიშნული რეფორმის გატარებას ეწინააღმდეგებიან. თუმცა, როგორც სოფრომაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, რომელიც სხვადასხვა თვითმმართველი ქალაქის მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წარმომადგენლებს აერთიანებს, აღნიშნული რეფორმის მოწინააღმდეგეების გადარწმუნებას ცდილობს და ამ მიზნით მათთან შეხვედრებს მართავს. სოფრომაძის ინფორმაციით, ბოლოს...
შეუნარჩუნდეს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი - ამ მოთხოვნით თელავის მერიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ქალაქის ცენტრში თელავის საზოგადოება შეიკრიბა და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შენარჩუნებას გულისხმობს. ორგანიზატორების განცხადებით, პეტიცია საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გაეგზავნება. საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს განმარტებას სთხოვენ,...
თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება ხვალიდან იგეგმება.  ფართომასშტაბიანი კამპანიები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხელისუფლების ინიციატივის თანახმად, რომელსაც ჯერ პროექტის სახე არ მიუღია, 12 თვითმმართველი ქალაქიდან შესაძლოა შვიდს სტატუსი შეუჩერდეს. აღნიშნულ საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, თვითმმართველობების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და მოქალაქეებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ. „რეგიონის განვითარების ცენტრის“ დირექტორი, ლიზი სოფრომაძე განმარტავს, რომ განსხვავებული სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშნელოვანია, როგორც...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება. როგორც პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, „არჩევნებზე მიბმული თვითმმართველობები“ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. "მარტო პრეზიდენტი კი არა, რაც შეიძლება მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა გვქონდეს თვითმმართველობებშიც. ის კი არა, რომ გავაუქმოთ თვითმმართველობები, პირიქით, რაც შეიძლება მეტი არჩევნებზე მიბმული თვითთმართველობა უნდა იყოს. ეს დიალოგი, რომ არჩევნები ჩატარდეს სოფლებსა და დაბებშიც, ჯერ კოდევ 90-იან...
https://www.youtube.com/watch?v=2i3B7dXKMkY&feature=youtu.be ინიციატივას, გააუქმოს შვიდი თვითმმართველი ქალაქი, მუნიციპალიტეტები დუმილით ხვდებიან; არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი საფრთხეებზე საუბრობს.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს თვითმმართველი ქალაქების შესაძლო შემცირებაზე და არგუმენტებს, რომ გადასახედია რამდენად ეფექტურად თანაარსებობენ მერის და გამგებლის ინსტიტუტები ამ თვითმმართველობებში, და რომ ხდება "გარკვეული გადაფარვები", არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ პასუხობს: „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაადასტურა მსჯელობა შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის (ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე) თვითმმართველი ერთეული სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში გამოიწვევს მათ გაერთიანებას თვითმმართველ თემის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ