თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები უკვე დაწყებულია, - განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გააკეთა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის თვითმმართველობის არჩევნების თარიღი სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
"პრემიერმა და პრეზიდენტმა უკვე დაიწყეს კონსულტაციები. როგორც კი გახდება ცნობილი თარიღი, ვაცნობებთ საზოგადოებას",-აღნიშნა მიშველაძემ.
წყარო: 1tv.ge
რას მოუტანს ქალაქებს თვითმმართველის სტატუსის გაუქმება - რადიო "იმედის" სტუმრები არიან ირაკლი მელაშვილი და ლევან ალაფიშვილი
https://www.youtube.com/watch?v=EncbveB97dw&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=T7itk7As8LY&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=m4O4efnBwew&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=y0tRi5FyMrU&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=WUUJbpyU8tI&feature=youtu.be
5 ივნისს თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივა იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტისა და სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თვითმმართველი ქალაქების არსებობა როგორც ადგილობრივი დემოკრატიისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან შეხვედრა 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით უშედეგო აღმოჩნდა. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, შეთანხმება ფუნდამენტურ საკითხზე - თვითმმართველობის არსზე არ არსებობს. შესაბამისად, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით მათი არგუმენტების ხელისუფლების წარმომადგენლებს ამიტომაც არ ესმით.
კონკრეტულად რაზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარესთან და როგორ დასრულდა შეხვედრა, ამის...
https://www.youtube.com/watch?v=W3Bf8IIHeUQ&feature=youtu.be
თვითმმართველობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტებები ქალაქების გაერთიანების შესახებ გააკეთა.
მისი განცხადებით, ქალაქების გაერთიანება კი არ ასუსტებს მათ, არამედ აძლიერებს.
"ფოთი არის პორტი და ურბანული განვითარების თავისი სპეციფიკა აქვს. იგივე ბათუმსაც ეხება. თბილისი არის კიდევ განსხვავებული სპეციფიკის, ქუთაისი და რუსთავი, ტრადიციულად, ინდუსტრიული ქალაქები იყო და ცალკე ერთეულებად ამიტომ იყო გამოყოფილი. ქალაქებში, სადაც განვითარების მზარდი პროცესია,...
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელიც ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის კვლავ შემცირებას, დღეს თბილისში პარლამენტის თავმჯდომარესთან და რეგიონული განვითრების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა და ორგანიზაცია "საუნჯეს" წარმომადგენელი ეგნატე შამუგია ესწრებოდნენ. როგორც არჩილ თოდუამ განაცხადა, შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
"კარგია, რომ შეხვედრა ჩატარდა, თუმცა მას კონკრეტული შედეგი არ ჰქონია. ჩვენ გავცვალეთ ჩვენი შეხედულებები...
https://www.youtube.com/watch?v=N3QG2BMVdpk&feature=youtu.be
ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. რეფორმას მოსახლეობისთვის გაუარესება მოაქვს, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ განაცხადა.
„ხელისუფლებამ ეს ე.წ. რეფორმა წამოიწყო თითქოს იმიტომ, რომ ბიუჯეტში ამით გარკვეულ ეკონომიას მოახდენდნენ, ამ დროს მათივე მონაცემებით ჩანს, რომ ისინი ამ გაერთიანებით ადმინისტრაციულ ხარჯს ისევ ზრდიან. ეს ყველაფერი დემოკრატიიდან უკანგადადგმული ნაბიჯია. ამ რეფორმას არაფერი მოაქვს მოსახლეობისთვის. აღნიშნული რეფორმით არც პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, არც სამუშაო...
https://www.youtube.com/watch?v=oNCVJuSwsCs&feature=youtu.be
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თბილისის მერიასა და საკრებულოსთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმებს ხელი თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმს ხელი თსუ-ში ახალი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოეწერა.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას განცხადებით, პროგრამის შექმნა და დანერგვა ფაკულტეტზე არსებულმა...
https://www.youtube.com/watch?v=YvsMHaIS3eo&feature=youtu.be
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































