„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ონში, ასევე ზუგდიდის თვითმმართველ ქალაქსა და თემში მრგვალი მაგიდები ჩაატარა.

496

19 და 21 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ონში, ასევე ზუგდიდის თვითმმართველ ქალაქსა და თემში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდები ჩაატარა. შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და მერიის წარმომადგენლები.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, საუბარი შეეხეო მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროებას, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების განსაზღვრას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებას, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრას, მათი სტატუსს, შექმნის წესსა და სტრუქტურას.
შეხვედრაზე მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ. აღინიშნა, რომ აუცილებელია და ისინი მიესალმებიან მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებას თვითმმართველობის პროცესებში.

აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.