“ქართულმა ოცნებამ” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

450

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში – ემზარ საბანაძე, ცაგერში – ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში – ბადრი ლიპარტელიანი.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, ქუთაისიდან დაიწყო. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.