მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თანამდებობა დატოვა

394

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თავად მერაბ თოფჩიშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში დაადასტურა.

როგორც მან განაცხადა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს.

როგორც თოფჩიშვილმა აღნიშნა, მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ სტრუქტურაში გააგრძელებს მუშაობას.
,,თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. საკრებულომ ჩემი განცხადება ცნობად მიიღო და უფლებამოსილება შემიწყდება. წასვლის მიზეზებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ცოტა ხანი შევისვენებ და მერე გადავწყვეტ სად გავაგრძელებ მუშაობას”, – განაცხადა მერაბ თოფჩიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი