1tv.ge – არასამთავრობოები ხელისუფლებას რეფორმისტული დებულების ნიველირებაში ადანაშაულებენ

677

65 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს. ერთობლივ ტექსტში მესამე სექტორი ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმით გათვალისწინებული რეფორმისტული დებულების ნიველირებაში ადანაშაულებს.

განცხადების მიხედვით, რეფორმის მიზანი იმ სახელისუფლებო ვერტიკალის დანგრევა იყო, რომელიც თვითმმართველობის ფასადის მიღმა, წინა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. თუმცა, როგორც მიმართვის ავტორები ამბობენ, ამ მიზნით შემუშავებული რეფორმისტული დებულებები პროექტის განხილვის დროს არ გაითვალისწინეს.

ერთერთ ასეთ იგნორირებულ საკითხად არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 7 მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ოპტიმიზაციას ასახელებენ. იგულისხმება თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიებზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბება.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი უკვე მსჯელობს.

 

იხილეთ ვიდეო