primetime.ge – კოკა კიღურაძე – პროექტი მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციას გაზრდის

464

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს წარმომადგენელი, კოკა კიღურაძე არასამთავრობოების შეთავაზებას, მთავრობისადმი, რომელიც ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხებს ეხება, განმარტებებს აკეთებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარომადგენელმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ პროექტის დამტკიცება საზოგადოებას ნდობას გაუჩენს არსებული ხელისუფლებისადმი და თვითთმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ, ცალკეულად დარჩენილ თემებს, ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარება.

“კონკრეტული შეთავასების არსი მდგომარეობს იმაში, რომ შვიდი ქალაქი, რომელსაც გარანტირებული აქვს თვითმმართველ ქალაქად გამოყოდა, დარჩენილ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის შეიცვალოს რამე. თუკი თვითმმართველი ტერიტორიის გამოყოფის შემდეგ, ეს მუნიციპალიტეტი ისევ ისე დარჩება, არაფერი შეიცვლება. დაიჩაგრებიან საბიუჯეტო თანხების გადანაწილებაზე, დარჩება დისტანცია და არ შეიქმნება კულტურისა და მიზიდულობის ცენტრები. ჩვენი შეთავაზება გულისხმობს ახალი მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბებას, რომელიც მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციას გააუმჯობესებს. გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მისცემს დასაქმდნენ საჯარო მოხელეები, ეს გაზრდის ეკონომიკასაც. ამის შესაძლებლობა დღეს ხელისუფლებას აქვს, როგორც მატერიალურად, ისე სამარტლებრივად. მთვრობის დღევანდელი სხდომის პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, გაზრდის მოქალაქეთა ნდობას და ეს იქნება მათი ერთგვარი გარანტი. ეს გარანტია დღეს ან მოისპობა ან დარჩება გარანტიად. ამ იდეის განხორციელების შემდეგ მოსახლეობა იგრძნობს რეალურ უკეთესობას”, – აცხადებს კიღურაძე.