ასპინძაში მერის წარმომადგენლების 21 ვაკანსიაზე 151 განაცხადი შევიდა

569

ასპინძის მერიაში რწმუნებულებისა და მათი ასისტენტების შესარჩევად გამოცხადებულ 21 ვაკანსიაზე 151 განაცხადი შევიდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, მეორე ეტაპისთვის 92 განაცხადი შეარჩიეს.

მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიისთვის პოზიციების შესაბამისად, ზეპირი დავალებების, კაზუსების ჩაბარებას გულისმობს.

როდის დაიწყება კონკურსის შემდეგი ეტაპი, ჯერ უცნობია.