ბოლნისის სიონის მონასტრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

621

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლნისის სიონის ტაძრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს დააფინანსებს.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, ელექტრონული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.

“ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 4 თვის ვადაში დაასრულებს, პროექტის სატენდერო ღირებულება 1 506 202 ლარია.  პროექტის ფარგლებში დაიგება 1700 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, საგზაო ნიშნები , შემოფარგვლა და მონიშვნა”,-აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.