ხობში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

375

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

პროექტის თანახმად, 2200 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები. დასაქმდა 30 ადამიანი. სამუშაოს ღირებულება 560 000 ლარის შეადგენს.

“მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, რისთვისაც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განაკარგულებით 920000 ლარია გამოყოფილი”,-წერია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.