დუშეთში ელექტრონული პეტიციების პლატფორმის პრეზენტაცია მოეწყო

445

“დუშეთის განვითარების ფონდმა” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის – ichange.gov.ge-ის პრეზენტაცია გამართა.

მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სახელმწიფომ “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმით აიღო.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პეტიციის შექმნა საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების დაახლოების ხელშწყობას ისახავს მიზნად.

ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოწვეული სტუმრები დეტალურად გაეცნენ პორტალით სარგებლობისა და პეტიციების წარდგენის წესებს.