“ჩემი იმერეთი“ – მოყვარული ფოტოგრაფების გამოსავლენად ზესტაფონში ფოტოკონკურსი ჩატარდება

613

“ჩემი იმერეთი“ – ასე ჰქვია მოყვარული ფოტოგრაფების გამოსავლენად დაგეგმილ ფოტოკონკურსს, რომელსაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ჩაატარებს.

ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14 – 29 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს შეუძლია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 9 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინონ საკონკურსო ფოტომასალა ( ერთი ან ორი, ზომა 15 X 20 სმ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სკოლამდელი აღზრდის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში. (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N 11. მერიის შენობა, მესამე სართული)
კონკურსის პირობების მიხედვით,  სამი გამარჯვებული გამოვლინდება.  ისინი ფულად ჯილდოებს მიიღებენ.

ფოტოკონკურსი 16 მარტს, 15 : 00 საათზე, ზესტაფონის ა.ა.ი.პ. ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის დარბაზში, მეორე სართულზე ჩატარდება.