საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმა იყო საუბრის მთავარი თემა სტრასბურგში

430

საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმა იყო საუბრის მთავარი თემა სტრასბურგში – ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს აუხსნა რეფორმის ძირითადი პრინციპები. გადაწყდა, რომ თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან. მინისტრის მოადგილე ევროსაბჭოს ადგილობრივი და ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვითაც გამოვა თვითმმართველობის რეფორმის თემაზე.