ზუგდიდში საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

367

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 ადმინისტრაციულ ერთეულში, ყულიშკარში, ალერტკარსა და ჯიხაშკარში საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, ყულიშკარში, ყულიშკარი-უჩაშონას დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო ხიდის სარეგულაციო კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ალერტკარში, საკიკალიშვილოს უბანში საფეხმავლო ხიდი მოეწყობა, ჯიხაშკარში, წმინდა გიორგის ქუჩაზე, ღელე ჯაბახიაზე კი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 62 526 (სამოცდაორი ათას ხუთას ოცდაექვსი) ლარი დაიხარჯება.