მეტროსადგურ “მარჯანიშვილში“ კვამლი ფიქსირდება, მიზეზი ცნობილია

387

მეტროსადგურ “მარჯანიშვილში“ მოკლე ჩართვისგან გამოწვეულ მცირე კვამლს მეტროსადგურის მუშაობა არ შეუფერხებია. შესაბამის განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.

“მეტროსადგურ “მარჯანიშვილში“, სადგურის მაჩვენებელზე მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია მცირე კვამლი. შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური “მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის”,-წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.