პრემიერი ევროსაბჭოელებს თვითმმართველობის რეფორმებზე ესაუბრა

401

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაციას შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ევროპის საბჭოს რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებთან მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობა და პრობლემები განიხილეს. “საუბარი ასევე შეეხოთვითმმართველობის რეფორმას“, – აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა