ქვემო ქართლში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

422

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულ -გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ხელმღვანელობით, სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, მერის მოადგილე, დავით კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით რეხვიაშვილი და ნინო ქავთარაძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე 2018 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით დაგეგმილი პროექტები და რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარების გეგმა განიხილეს.

რუსთავში განსახორციელებელ პროექტებზე ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ ისაუბრა.

მიმდინარე წელს, რუსთავში, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 13 მლნ 212 848 ათასი ლარი დაიხარჯება.

პროექტები გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელების მოწყობას, ავარიული შენობების გამაგრებასა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.