რუსთავი 2- თვითმმართველობის რეფორმა

439

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას სთხოვენ. ორმოცმა ორგანიზაციამ დღეს მიმართვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს გაუგზავნა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ, სადაც ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელის შექმნაზე იმუშავებენ.