news.ge – “მიხეილ სააკაშვილის დაგვიანებულ ინიციატივებს მნიშვნელობა არ აქვს“

411

პარლამენტარ დავით ბერძენიშვილის თქმით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, პოლიტიკურ დღის წესრიგს „ქართული ოცნება“ განსაზღვრავს. როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ისინი 9 წლის განმავლობაში ითხოვდნენ თვითმმართველ ქალაქებში არჩევითობის პრინციპის დანერგვას, რასაც უმცირესობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

“ახლა მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებებს არსებითი განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს. ამდენი წლის განმვალობაში ეს ინსტიტუტი სააკაშვილმა აქცია თვითმმართველობის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად, ახლა მისი საუბრები, რომ მერები როგორ უნდა ირჩეოდნენ და გუბერნატორები, აქტუალური არ არის”,

მისი განცხადებით, გუბერნატორი პირდაპირ უნდა ირჩეოდეს და რეფორმის შემდეგ მხარის ხელმძღვანელის ფიგურა შემოვა და სამხარეო წარმომადგენლობითი ორგანოები შეიქმნება.

“ძალიან დიდი სერიოზული თვითმმართველობის რეფორმაა ჩასატარებელი, მუნიციპალიტეტის დონეზე, უფლებამოსილებები და შემოსავლები მათ უფრო მეტი უნდა ჰქონდეს.  ასე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაგვიანებულ ინიციატივებს არანაირი მნიშვნელობა აქვს,“ – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

მისი თქმით,  ერთადერთი რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან გაიგო ის იყო, რომ იგეგმება პარლამენტის შენობიდან მინების მოხსნა.  “მაშინ ეს რატომ გააკეთეს. ამდენი ხარჯი გაიწია ამ მშენებლობაზე და ამაზე რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმსჯელებენ,“ – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

იხილეთ რესურსი