ორშაბათს, 17 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზციები გამართავენ შეხვედრას

494

ორშაბათს, 17 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზციები გამართავენ შეხვედრას, რომელიც ახალი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პერსპექტივებს შეეხება

შეხვედრა წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებას 2014 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გაავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, კომისია “მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში“.
შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარმოადგენენ მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის ალტერნატიულ გეგმას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზებენ.

შეხვედრაზე მოწვეული არიან საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრები და იმ მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატები, რომელსაც თვითმმართველობის კოდექსით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული უნდა შეეხოს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი საქართველოდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს:
კოკა კიღურაძე (598 16 39 37); ელ-ფოსტა: koka_kiguradze@yahoo.fr