ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა მიმართვა საქართველოს მთავრობას

519

მივესალმებით ქვეყანაში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმას და მცდელობებს რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის. მივიჩნევთ რომ თვითმმართველობა ქვეყნის განვითარების რეალური საფუძველია. წლების განმავლობაში ეს შესაძლებლობა რომ საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაგვეწყვიტა ჩვენი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმები არ არსებობდა და ყოველთვის ცენტრალური ხელისუფლება იღებდა ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს. შედეგად მოიშალა სოფლის ინფრასტრუქტურა, დაიწყო მიგრაციული პროცესები სოფლიდან ქალაქად, სოფელი იცლება ახალგაზრდა პერსპექტიული ადამიანებისგან, ადგილებზე არ არსებობს კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობები.

ვთვლით რომ ქვეყანაში თვითმმართველობის რეფორმა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს თითოეული ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებისთვის. ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ადამიანები მზად ვართ ავიღოთ ჩვენს თავზე ჩვენი განვითარების პასუხისმგებლობა და ვიმედოვნებთ რომ მთავრობისგანაც იქნება შესაბამისი თანადგომა ჩვენი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისთვის.

ჩვენი სურვილია, რომ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ახლოს იყოს ჩვენთან როგორც ტერიტორიულად ისე ინტერესებითაც მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს და შესაბამისი ეკონომიკურ, გეოგრაფიულ ფაქტორების გათვალისწინებით მივიჩნევთრომ ქ. ოზურგეთის თვითმმართველ ქალაქად გამოყოფის შემდეგ მუნიციპალიტეტის ტერიტორია უნდა დაიყოს რამდენიმე მუნიციპალიტეტად. შეიქმნას სოფლების განვითარების ახალი მუნიციპალური ცენტრები.

მოვითხოვთ. რომ მთავრობამ გაითვალისწინოს ჩვენი განწყობები და მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენი განვითარების სასარგებლოდ.