წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში საბურთალოზე დავით სერგეენკომ ხმების 89.92% მიიღო

585

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში, საბურთალოს N3 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმათა 89.92% (24 697 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს პარტია “მოქალაქეებიდან”, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 10.08% დააგროვა (2770 ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.