“ვითხოვთ პასუხს” – გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა დებატები

1127

“ვითხოვთ პასუხს” – ამ სახელწოდებით გაიმართა გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა შორის დებატები, რომლის ინიციატორიც გურიის სამოქალაქო ცენტრი იყო.

ამავე სახელწოდების პროექტს გურიის სამოქალაქო ცენტრი, 2020 წლის ივლისიდან, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის – პროგრესის სახლთან“ და „სტუდენტურ ახალგაზრდულ სათათბიროსთან “ პარტნიორობით ახორციელებს. მისი მიზანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გურიის მხარეში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საგნობრივი დისკუსიები წაახალისოს და მხარი დაუჭიროს სწორედ მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ წინასაარჩევნო გარემოს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოკვეთა მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური და პრობლემური საკითხები. სწორედ ამ კითხვებს უპასუხეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა და წარმოაჩინეს საკუთარი ხედვა ეკონომიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სხვა საკითხებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, თუმცა, დებატებში, მოწვევის მიუხედავად, მხოლოდ შვიდმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა. დებატები ტელეკომპანიის “გურია” ტელეეთერით გადაიცა.