ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო

932

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩაატარება დაიწყო.

სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ახმეტაში მრავალბინიანი საცხოვრებლების სადარბაზოები, ავტოსადგური და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დეზინფექცია ჩაუტარდა სოფელ მატნის ამბულატორიას, მატნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიას, მრავალბინიანი საცხოვრებლის სადარბაზოებსა და სოფელ მატნის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული ბლოკპოსტების მიმდებარე ტერიტორიას.