მონაწილეობითი ბიუჯეტი ლანჩხუთისთვის – იდეების წარდგენა 21 აგვისტომდე გაგრძელდება

621

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის იდეების წარდგენა დაიწყო.

“წარადგინე იდეა 3 აგვისტოდან 21 აგვისტომდე და შენ გადაწყვიტე როგორ გადანაწილდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

მოსახლეობის ჩართულობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი დაიწყო!

დაგვისვი კითხვები ჯგუფში და გაიგე მეტი პროექტის შესახებ https://bit.ly/31i5cou,”- ინფორაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად.
    • პირველ ეტაპზე იწყება იდეების კონკურსი, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეუძლიათ მერიის მიერ განსაზღვრულ თემატიკაზე საპროექტო იდეების წარმოდგენა. იდეების მიღება მოხდება 3 აგვისტოდან 21 აგვისტომდე.
    • მეორე ეტაპზე კი ხორციელდება საპროექტო იდეების გადარჩევა.
    • მესამე ეტაპზე ხდება გადარჩეეულ იდეებისთვის პროექტის მომზადება.
    • მეოთხე ეტაპზე თქვენს მიერ შემუშავებული იდეები განთავსდება პორტალზე www.idealanchkhuti.ge, სადაც ლანჩხუთის მუნიციპალტეტის (როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები) მოსახლეობა ხმას მისცემს მათთვის სასურველ 3 იდეას.
  • მეხუთე ეტაპზე დაითვლება კენჭისყრის შედეგები და გამოცხადდება გამარჯვებული პროექტები, რომლებიც განხორციელდება 2021 წელს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იდეა:

იდეის განხორციელების სავარაუდო ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 17500 ლარისა და არაუმეტეს 35000 ლარის;
იდეის თემატიკა უნდა ეხებოდეს ახალგაზრდობას, სპორტს, კულტურას ან/და განათლებას;
იდეის განხორციელებით უნდა იქმნებოდეს საჯარო სიკეთე;
იდეა არ უნდა ეხებოდეს კომერციული პროექეტის განხორციელებას;
იდეის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში;
იდეის ავტორი (ავტორები) უნდა იყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16 წელს მიღწეული პირი.