ადგილობრივი ინიციატივები სოფლის განვითარებისთვის – შთაბეჭდილებები საქსონიიდან

1331

ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი 

მოქალაქეთა თვითორგანიზების, თვითმოქმედებისა და შეკავშირების ფორმების ანუ გაერთიანებების შესწავლასა და ანალიზს გერმანიაში დღეს საკამოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კვლევა მიმდინარეობს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე. შემდეგ კავშირებისა და ინტერესთა ჯგუფების მხარდასაჭერი არაერთი კერძო თუ სახელმწიფო, კომუნალური პროგრამა სწორედ ამ კვლევებს ეყრდნობა. მოქალაქეთა მონაწილეობასა და ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო მხოლოდ მიესალმება. კავშირის წევრობა კი მონაწილეობა-ჩართულების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია. „გერმანული კავშირებისა და გაერთიანებების ფედერალური გაერთიანების“ თავმჯდომარეს ეკუთვნის ფრაზა: „სულ უფრო და უფრო მეტი თვითდახმარების ორგანიზაცია ჩნდება. მოხალისეობრივი მოქმედების არეალი სწორედ კავშირია. სხვა ფორმა მე არ ვიცი.“

მკითხველის წინაშე ამ მიმოხილვაში წარმოდგენილი საზოგადოებრივი გაერთიანებების, სხვადასხვა კავშირის მაგალითები ასახავს აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე, საქსონიაში, არსებულ დღევანდელობას. აღმოსავლეთ გერმანიის ამ სოფელმა, გასულ საუკუნეში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და სტრუქტურული ცვლილებები განიცადა და გაერთიანების შედეგადაც ტრანსფორმაციის რთული პერიოდის გავლა მოუწია. ამ პროცესთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოსი არ იყოს, აქაც ჯერ არ არის ბოლომდე მოგვარებული. მეტ-ნაკლებად საერთო, სოციალისტური წარსულის (ავტორიტარული სახელმწიფო მმართველობა, იძულებითი კოლექტივიზაცია და სოციალისტური სოფელი, ცენტრალიზებული მმართველობა და შეზღუდული ინიციატივა/თვითმოქმედება) გამო ვფიქრობ, ყოფილი გდრ-ს მაგალითები ამ თემებით დაინტერესებული მკითხველისთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

ქვემოთ მოყვანილი მაგალითები ასახავს პატარა ქალაქებისა და სასოფლო სივრცეების საზოგადოებრივ ცხოვრებას სხვადასხვა ინიციატორის, საინიციატივო ჯგუფისა თუ კავშირის საქმიანობის მაგალითზე. ვეცადე თანაბრად წამომეწია წინ, როგორც ერთი ადამიანის ანუ ინიციატორის როლი, ასევე ადამიანთა (თანამოაზრეთა) გაერთიანებების მნიშვნელობა ადგილობრივი დემოკრატიის და განვითარების პროცესებში. იმედია გამომივიდა.

იხილეთ კვლევა სრულად