ქედის 13 სოფელში გზა გაკეთდა – ქედის მერია

969

ქედაში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წელს 13 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ქედია მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანი როგორც გადაუდებელი, პირველადი საჭიროების მოგვარება, ასევე ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებების მხარდაჭერაა. პროგრამის ბიუჯეტი 791 157 ლარია, რომლის ფარგლებში:

სოფელ ახოში, ნაჭვავრის უბანში ავარიულ საავტომობილო გზას ჩაუტარდა რემონტი;
სოფელ ზვარეში, კუსტარულად მოწყობილი ხიდბაგირის დანცვლად აშენდა კაპიტალური;
სოფელ აბუქეთაში, მერიის უბნის მაცხოვრებლები პირველად ისარგებლებენ ბეტონის ხიდით;
სოფელ ზუნდაგაში, ვარშანიძეების უბანში ჩაწყვეტილი საავტომობილო გზის აღდგენის მიზნით, საყრდენი კედელი მოეწყო;
დაბა ქედაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ლითონის ხიდის რეკონსტრუქცია განხორციელდა;
სოფელ დანდალოში, ოტოლაძეების უბანში, საცალფეხო ხიდი მოეწყო;
სოფელ ტაკიძეებში, ლევან ტაკიძის სახლთან საყრდენი კედლის მშენებლობა განხორციელდა (კედელი საავტომობილო გზის კიდეს წარმოადგენს);
სოფელ აგარაში, დევაძეების უბანის მაცხოვრებლები კუსტარული ხიდის ნაცვლად, კაპიტალური საავტომობილო ხიდით უკვე სარგებლობენ;
ანალოგიური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ზუნდაგაში, ვერძაძეების უბანში;
სხვადასხვა სოფელში განხორციელდა ავარიული შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, კერძოდ მზა ბეტონის შესყიდვა;
სოფელ ქვედა მახუნცეთში, თემურ თავდგირიძის საცხოვრებელს საავტომობილო გზა პირველად დაუკავშირდება;
სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება;
სოფელ ვარჯანისში, ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, ღვინის სახლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.