ახმეტის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალურ დახმარების პროგრამით აგვისტოში 24 780 ლარი დახარჯა

647

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის აგვისტოს თვეში გაიხარჯა სულ 24 780 ლარი კერძოდ:

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 13 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 520 ლარის ღირებულების მედიკამენტები;

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (4 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი – 400 ლარი;

პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (6 ოჯახი) 1 100 ლარი;

ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 46 ბენეფიციარს – 17 710 ლარით;

“განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის” დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 4 ბენეფიციარი – 1 150 ლარით;

პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება 1 ბენეფიციარი – 150ლარი;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯი(1 ბენეფიციარი) – 500 ლარი;

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 250 ლარი.