ჭიათურაში მანგანუმის მადნით დატვირთული მანქანების ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილებას აპროტესტებენ

1212

ჭიათურაში საზოგადოებრივი მოძრაობის “მომავლის ჭიათურას“ ორგანიზებით მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის სლოგანია “მოიშორე ტალახი“. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ახალი ენერგიით, იდეებით და წრფელი გულით, ახალი თაობა ვიწყებთ ბრძოლას ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის და ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად აწუხებს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნოდარ ჩაჩანიძემ.

აქციაზე ახალგაზრდებმა მოთხოვნებიც ჩამოაყალიბეს. აქციის მონაწილეებმა ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვებისა და გადაზიდვის შედეგად გარემოს დაბინძურების ზუსტი მაჩვენებლების დადგენა, ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შეწყვეტა და მისი რკინიგზით ან სხვა ალტერნატიული გზებით ტრანსპორტირება მოითხოვეს.