ვანელობის დღსასწაულს გრიგოლ ლილუაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

1184
ვანში ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული ვანელობა აღინიშნა. მშვიდობის გორაზე სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. აქვე წარმოდგენილი იყო სოფლის პროდუქტები, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ყველა მსურველს ჰქონდა.
სახალხო დღესასწაული ვანელებს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯომარემ, ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გრიგოლ ლილუაშვილმა მიულოცა.
მოგვიანებით ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ადგილობრივმა ჯგუფმა “არგომ” კონცერტი გამართა, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი მოწვულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
სახალხო დღესასწაულზე ვანში ექვსი საპატიო მოქალაქე დააჯილდოვეს, საპასუხისმგებლო ტიტულის მფლობელებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები მაჟორიტარმა დეპუტატმა გადასცა, ვანელობის სახალხო დღესასწაული ანსამბლ “ერისიონის” კონცერტით დასრულდა.