თორნიკე რიჟვაძე: ამ ეტაპზე, აჭარაში, სამინისტროების ზრდა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

800

წინა სტატია

დღეს უკვე გადაწყვეტილად შეგვიძლია ვთქვა, რომ საქვეუწყებო დაწესებულებებთან დაკავშირებით ოპტიმიზაცია დაჩქარდება და დარგობრივ სამინისტროებთან შერწყმა მოხდება, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც რიჟვაძემ განმარტა, რეგიონში სამინისტროების გაზრდა არ იგეგმება.

“ჩვენ უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. რაც შეეხება ზოგადად სამინისტროების რაოდენობას, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სამინისტროების ზრდა და რა თქმა უნდა, მცირე მთავრობის კონცეფცია ჩვენს რეგიონში იქნება გატარებული”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.